პაპოშვილები.გორი

პაპოშვილები.გორი
სკოლა

შუახევი. გორი

შუახევი. გორი

სოფელი გორი

სოფელი გორი

ხულოს მთები

ხულოს მთები

ძმაგულა, ხედი სოფელ გორიდან

ძმაგულა, ხედი სოფელ გორიდან

ხულოს მთების ფრაგმენტი

ხულოს მთების ფრაგმენტი

ბარამის შესაწირი

ბარამის შესაწირი

пятница, 7 декабря 2012 г.

არც წვიმანი, არც მზით გაჩახჩახებული, არც ადრე გაზაფხულის სიცივისგან მობუზული, არც სიცხისაგან გავარვარებული, უბრალოდ შრომისგან წელში გადრეკილი, ტკივილისგან ფერშეცვლილი და იმედწართმეული შემხვდა აჭარა...
ყოველთვის მტკიოდა, ახლა კი სული მეყინება როცა მესმის სულს ძრიდან ამოძახილი: ,,ოღონდ თათრობის იარლიყს მოვიშორებდე?" რატომ უნდა სტკიოდეთ ეს? არადა?
 ყველაფერი აქედან დაიწყო: სვიმონ, მატათია, ანდრია... რამდენ სისხლი, რამდენი ომი, რამდენ შენება, ნგრევა უფრო მეტი... გარეგან ნგევას აბა ვინ გაუტეხია? სულშ ნგრევა კი ძნელად გადააქვს ვინმეს.
ყოველთვის მიყვრადა ეს ხალხი, საოცარი ,,ოჰოი ნანათი" და ,,ჯინჯველოთი", ,,განდაგანათი" და ,,გელინოთი", მაშინ მხოლოდ მიყვარდა ახლა კი მტკივა.... 
მტკივა მათი 300 წლიანი და კიდევ დამატებული, აგერ უკვე ორასწლიანი შეურაცხყოფა, ტკივილი და დარდი. 
მომწონს კერიის ნაცარ-ნაღვერდალში შენახული და ნასათუთები სიტყვები: ,,ასტამი", ,,ადათი", ,,დერდი"... ზოგს დიალექტის ფერი ადევს, ზოგიც კი ისტორიის ქარტეხილებს გაუყვითლებია...